ქეთი თურაზაშვილი - მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან შვილების სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის, ითხოვენ მედიკამენტს, მაგრამ არც პრემიერი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდება მათ, სამარცხვინოდ იმალებიან

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

როგორც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ქეთი თურაზაშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კი ის მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ, არ აინტერესებს.

„მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მესამე თვეა ითხოვენ მედიკამენტს, სპეციალურ პროგრამას, მაგრამ არც პრემიერ-მინისტრი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდება მშობლებს, სამარცხვინოდ იმალებიან მესამე თვეა. ძალიან მარტივია შეხვედრა, მოსმენა, თანაგრძნობა და მოქმედება. პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა. სამწუხაროდ გვაქვს ძალიან რთული და მძიმე მოცემულობა, საერთოდ არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ და მის მაღალჩინოსნებს ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ.

სულ რომ ერთი ადამიანი იდგეს ასეთი მძიმე მოთხოვნით, ერთ ადამიანს უნდა შეხვდე, როდესაც ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უფრო სწორად როდესაც გქვია პრემიერ-მინისტრი. აქ ათობით მშობელი დგას, რომელიც იბრძვის საკუთარი შვილისთვის.

ბედავენ ირაკლი კობახიძე და მიშა სარჯველაძე და არ ხვდებიან ამ ადამიანებს, არ უსმენენ მათ, არადა რომ კითხო ხან რის კომისიას ქმნიან და ხან რისას. ქმნიან ილუზიას ვითომ რამეზე მუშაობენ. რეალურად ასეთ მძიმე საკითხებზე უნდა ისხდნენ და მუშაობდნენ თავაუღებლად. სამწუხაროდ საქართველოს ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც ძალიან მალე უნდა შევცვალოთ და შევცვალოთ სამართლიანი არჩევნების გზით“, - აღნიშნავს თურაზაშვილი.

მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია