დონალდ ტრამპი - ჩინეთის პრეზიდენტს ვთხოვე, რომ ირანს იარაღი არ მიაწოდოს

ჩინეთის პრეზიდენტს ვთხოვე, რომ ირანს იარაღი არ მიაწოდოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სი ძინპინს წერილი მივწერე და ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა. მან წერილი მომწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამას ფაქტობრივად არ აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპმა ინტერვიუ Sky News-საც მისცა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თვის ბოლომდე მოხდეს.

„შეიძლება. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს