პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა.

პროკურატურის განმარტებით, ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს