ირანის შეიარაღებული ძალები - აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვასა და ომანის ყურეში სავაჭრო გადაზიდვებს არ დავუშვებთ

აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვასა და ომანის ყურეში სავაჭრო გადაზიდვებს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის განცხადებით, „აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის გაგრძელება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინაპირობად ჩაითვლება“.

„ისლამური რესპუბლიკის ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურეში, ომანის ყურესა და წითელ ზღვაში ექსპორტის ან იმპორტის გაგრძელებას არ დაუშვებს“, - ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში