გია ვოლსკი - ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს

ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს.

„რაც შეეხება ეკლესიაში შეღწევის თემას - ურთულესი ამოცანა დაისახეს. მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაიმე სინანულის განცდა იმაზე, რაც თქვეს, როგორც იმოქმედეს ეკლესიის მიმართ, რა პოზიციაც გამოხატეს და ვის დავალებებს ასრულებდნენ. არავითარი სინანული არ არის. ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რწმენა, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაბოძია ნებისმიერი ქვეყნის სიმყარისთვის. ამაზე მიდის ახლა შეტევა და თითქოსდა, აქ შემოსვლის თემას ავითარებენ. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს. ძალიან მძიმეა დანაშაული ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხები ავიღოთ, თუნდაც საქართველოს ხალხის, საზოგადოების, ისტორიული მემკვიდრეობის. ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები. არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში