პარლამენტმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, “ჩააგდო“

პარლამენტმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, “ჩააგდო“.

12-მომხრე, 12 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი, რითაც კანონის პროექტი “ჩავარდა“.

როგორც ინიციატორი ფრაქცია განმარტავს, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მაღალი ინფლაციითა და უმუშევრობით გამოიხატება, ადმინისტრაციულ სანქციებსა და საურავებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაუძლეველ ბარიერად აქცევს.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ შეფასებით, ხშირად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების მოცულობა საშუალო სტატისტიკური ოჯახის თვიურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად სცილდება, რაც მოქალაქეებს უკიდურეს სიღარიბეში აგდებს.

“ამასთანავე, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას“, - აცხადებს ფრაქცია “საქართველოსთვის“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში