შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - შეხედავენ ვენესუელას, ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს, უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას და უკრაინელები ხდებიან, თავი ჰგონიათ კინოში - ეს არის გარკვეული სახის აშლილობა

ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა, ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებაზე ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი საკუთარი პოლიტიკა და დღის წესრიგი არ გააჩნია და „არიან სხვას აყოლილი ჯგუფი“.

„ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა, ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას და უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, მოწყვეტილი არიან თავის ამომრჩეველს, ისინი არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავი ჰგონიათ კინოში, ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, უყურებენ როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად და ემოციურადაც ამ ყველაფრის ნაწილი არიან. მართლაც, ისინი განიცდიან ემოციურად იმ პროცესებს, რაც სხვა ქვეყანაში ხდება. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რაც მათ სჭირთ, რადგან ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებ.

ისინი უბრალოდ მორიგ სერიას უყურებენ, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში აგრე ჩარევით მოხდა პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრე იყვნენ. ამ სერიალს უყურებენ. ახლა ეს სეზონია მათთვის, მაგრამ სხვაგან რომ სხვა რაღაც მოხდება, ისევ გადაეწყობიან. მათ არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკა, აზრი არაფერი არ გააჩნიათ, არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვას აყოლილი ჯგუფი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს