შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე - ეს არის ჩახუტებით დახრჩობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება, რომელიც ოპოზიციის ერთიან მესიჯს ეხებოდა, „ჩახუტებით დახრჩობას“ ჰგავს.

კერძოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად, ოპოზიციას ერთიანი მესიჯის პრობლემა აქვს და არ ცდილობს, მოქალაქეებს აჩვენოს, რომ „არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, „გაშავების“ კამპანია ჰქონდა პატრიარქის, ასევე, მოსაყდრის წინააღმდეგ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას ჩვენ წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ ისინი თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, რა „გაშავების“ კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, პერსონალურად მოსაყდრის წინააღმდეგ, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ.ასე, რომ რომ ვიცით მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა როგორი არის. ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, ის, რაც დღეს ხდება მათ ტელევიზიაში, ამის ყველაზე დიდი დასტურია. ამიტომ, ასეთი საუბარი ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს - ეს არის ჩახუტებით დახრჩობა და ამას თუ აპირებენ, არ ვიცი. ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში, უმტრონ ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციას ერთობლივი მესიჯის პრობლემაც აქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში