ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ „მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს“.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში