Bloomberg - აშშ-მა და ირანმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივონ

აშშ-მა და ირანმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთი წყაროს ცნობით, კონფლიქტის მხარეებს შორის შუამავლები ტექნიკური მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობენ, ყველაზე სადავო საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორისაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ურანის გამდიდრების შესახებ საკითხი. წყარომ აღნიშნა ისიც, რომ წარმატების შემთხვევაში ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა გზა გახსნან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე, რომელშიც ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობის საფუძველზე ისაუბრა, ჯერ არ არსებობს გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება და აღნიშნულს აშშ ჯერ არ დათანხმებია.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, საბრძოლო ქმედებებისადმი დაბრუნება არც ირანს და არც აშშ-ის არ სურს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება