ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესყიდვისა და წარმოებისთვის 248 მილიონი ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის დილან იეშილგოზ-ზეგერიუსის განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესყიდვასა და წარმოებში 248 მილიონ ევროს ჩადებს.

“ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ დრონებში ჩადებული 248 მილიონი ევროდან დიდი ნაწილი ორივე ქვეყანაში ერთობლივ წარმოებას მოხმარდება. ამ გზით ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ფრონტზე, ვაძლიერებთ ჩვენს ინდუსტრიას და ვიღებთ ძვირფას ცოდნას უსაფრთხო უკრაინისა და ძლიერი ნიდერლანდებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა ახალი შენატანების შესახებ PURL სქემაში, რომლის მეშვეობითაც ნატო-ს ქვეყნები და სხვა პარტნიორები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა