დიღმის ჭალების პარკის მოწყობის რეპროექტირება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება მოხდება - ასევე, პარკს დაემატება კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზა, ჩიტებზე დაკვირვების პლატფორმები, ველო-პარკინგი, საჩრდილობლები და პავილიონები

დიღმის ჭალების პარკის მოწყობის პროცესი განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის რეპროექტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, რეპროექტირების დასრულების შემდეგ პარკს დაემატება კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზა, ჩიტებზე დაკვირვების პლატფორმები, ველო-პარკინგი, საჩრდილობლები, პავილიონები და “ფამფთრექი”.

“ამ ეტაპზე, თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის რეპროექტირება მიმდინარეობს. რეპროექტირებას ახორციელებს შპს „არტ იდეა’’, რომელმაც გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.

2018 წელს მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც არ შედგა. 2026 წლისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა პროექტის რეპროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირების (გადაფასების) საჭიროება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეპროექტირების დასრულების შემდეგ პარკს დაემატება კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზა, ჩიტებზე დაკვირვების პლატფორმები, ველო-პარკინგი, საჩრდილობლები, პავილიონები და “ფამფთრექი”. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება პადელის მოედანიც. რეპროექტირების დასრულების ვადაა მიმდინარე წლის ივნისი.

რეპროექტირების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. რაც შეეხება ვადებს, რეპროექტირების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი”, - განაცხადეს მერიაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში