საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციას შეხვდა.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.

„მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში