ქეთევან თურაზაშვილი - ირაკლი რუხაძე გამალებით ცდილობს თავი გადაირჩინოს - ჩვენ ვნახეთ ჯერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა, ახლა სასწრაფო წესით „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა

ირაკლი რუხაძე გამალებით ცდილობს თავი გადაირჩინოს - მინდა მოვუწოდო „ბაზისბანკს“, ნუ გააგრძელებს იმ მემკვიდრეობას, რაც „ლიბერთი ბანკისგან“ ერგო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის და ასევე, პენსიონერების წინაშე.

„ირაკლი რუხაძე გამალებით ცდილობს თავი გადაირჩინოს. ჩვენ ვნახეთ ჯერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა, ახლა სასწრაფო წესით „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა. მინდა გითხრათ, რომ ის დანაშაულს ვერ გაექცევა და ყოველთვის მისი პასუხისმგებლობა იქნება. მას დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, როგორც მთავარ პროპაგანდისტს და ასევე პენსიონერების წინაშე, რადგან ათეულობით წელია პენსიონერებს ძარცვავენ. მინდა მოვუწოდო „ბაზისბანკს“, ნუ გააგრძელებენ იმ მემკვიდრეობას, რაც მათ „ლიბერთი ბანკისგან“ ერგოთ - აუცილებლად გადახედონ მოტყუებით გაფორმებულ „ოვერდრაფტებს“ და პანდემიის დროს არაადეკვატურად გახანგრძლივებულ სესხებს“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ცნობისთვის, "ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" აქციების 95,99% შეიძინა. ინფორმაციას "ბაზისბანკი" ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ბაზისბანკმა“, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს