„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას ხვდება

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას ხვდება.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური სპექტრიდან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული კავშირი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დადებითად გადაწყვეტით, ანტიდემოკრატიული ვითარების შეცვლით და ისეთი ტიპის ვითარების მიღწევით, რომელშიც ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცულია. შესაბამისად, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, დიდი შანსია, რომ პროტესტის ხმა გავაგონოთ“, - განაცხადა გეგელიამ.

„ოპოზიციური ალიანსის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.

„შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მე როგორც ალიანსის წარმომადგენელი საუბარს ვაპირებ იმაზე, რა არის ალიანსის გეგმები, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და როგორ ვხედავთ აქედან გამოსავალს... ვფიქრობ, მთავარი ამბავი არის მოქალაქეების მობილიზაცია და მათი დარწმუნება იმაში, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ადამიანების დიდი რაოდენობა დაამარცხებს. თუ ყველა ერთ მუშტად დავდგებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაცია ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს შეხვდა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს