„სელფი მობაილის“ ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა

„სელფი მობაილი“ აგრძელებს ქსელის განვითარებას იმისთვის, რომ მომხმარებელს ქონდეს სტაბილური, სწრაფი და კომფორტული კავშირი, ნებისმიერ დროს, ყოველდღე. ამის შესახებ „სელფი მობაილის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, უწყვეტი განახლებების შედეგი აისახა მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე - 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, როდესაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მომხმარებლის კმაყოფილება გაიზარდა 10%-ით და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით.

„2026 წლის პირველ სამ თვეში, „სელფიმ“ ქსელს დაამატა 33 ახალი საბაზო სადგური და მოახდინა 40 არსებული სადგურის მოდერნიზაცია. 73 ახალი და განახლებული სადგური ნიშნავს უფრო ფართო დაფარვას და ქსელის გაძლიერებას იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლები კავშირს ყველაზე აქტიურად იყენებენ. ეს განახლება უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და სწრაფ კავშირს ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებლისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურა განთავსდა როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებსა და ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებზე: იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში. მათ შორის, მოვიცავით ისეთი ადგილები, ქალაქები და თბილისის რაიონები, როგორებიცაა: ბათუმი, მტირალა, თელავი, ვეჯინი, რუსთავი, გლდანი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ღიად ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებლის გამოცდილება დროებით გაუარესდა. ქსელის განახლების პროცესში, ერთ-ერთ ეტაპზე განხორციელდა ახალი რესურსების ჩართვა, რაც საჭირო იყო ქსელის გრძელვადიანად გაძლიერებისთვის. ამ ცვლილებებმა გარკვეულ რეგიონებში გამოიწვიეს კავშირის არასტაბილურობა - გაიზარდა ზარის გაწყვეტის ალბათობა და შეინიშნებოდა ინტერნეტის სიჩქარის ვარდნა. აღმოვაჩინეთ თუ არა ეს შეფერხება, განახლების სამუშაოები გადაიგეგმა და ქსელის მუშაობა დაუბრუნდა სტაბილურ მაჩვენებლებს. შემდგომი სამუშაოები უკვე დავნიშნეთ ისე, რომ მსგავსი ცვლილებები მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად განხორციელდეს.

„სელფი მობაილი“ განაგრძობს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შედეგად მომხმარებელმა მიიღოს საიმედო, სტაბილური და მაღალი ხარისხის კავშირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში