ანტონიო კოშტა - რუსეთი მიზანმიმართულად ირჩევს უკრაინის მოსახლეობის დატერორებას - ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას

რუსეთმა წუხელ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა განახორციელა, ჩვენი ფიქრები დაჭრილებთან და ამ აღმაშფოთებელი თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებთანაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მაშინ, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა, ქალაქები: კიევი, დნეპრი, ოდესა და ხარკოვი ათობით ბალისტიკური რაკეტითა და ასობით დრონით დაიბომბა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი ჩაიშალა და ამიტომ ის ირჩევს მოსახლეობის მიზანმიმართულად დატერორებას. რუსეთმა ეს ტერორის ომი უნდა შეაჩეროს. საჭიროა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა, რომელიც გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. ამ მიზნით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. გავაგრძელებთ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას, როდესაც ის თავს რუსული აგრესიისგან იცავს“, - წერს კოშტა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა