კახა კალაძე - ვიქტორ ორბანი „ქართული ოცნების“ კი არა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობარი იყო

ვიქტორ ორბანი „ქართული ოცნების“ კი არა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობარი იყო - მადიარის განცხადება კი ძალიან მნიშვნელოვანია, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფო ცდილობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემს.

„ვიქტორ ორბანი „ქართული ოცნების“ კი არა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობარი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნგრეთი ხმალამოღებული იბრძოდა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხთან მიმართებით ეს არასამართლიანი დამოკიდებულება არ განხორციელებულიყო კონკრეტული გადაწყვეტილებებით. უნგრელი ხალხის არჩევანი გამოიხატა არჩევნებში. გვახსოვს არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ. არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოში ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვიღაცა გარედან რაღაცას დაგეგმავს, ვიღაცებს რაღაცებს დაავალებს და ამით შეიცვლება ხელისუფლება. ეს ვერ და არ მოხდება.

რაც შეეხება მადიარის განცხადებას - ძალიან მნიშვნელოვანია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში როგორც ამას ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფო ცდილობს, გააკეთოს. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყო, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი იყვნენ, ძირითადად, ვინც აპროტესტებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იყო.

კითხვაზე, თუ ახლა რა იქნება, კალაძე პასუხობს: „დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

მან ასევე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ?! ყოველ კვირას რაღაც სიახლეები შემოგაქვთ და ერთი და იგივე - სანქციები, სანქციები. ქვეყნის ინტერესებზე როდესაც არის საუბარი ვერანაირი სანქციები ვერავის შეაშინებს. კარგად გაიგეთ ეს როგორც თქვენ ასევე გარეთაც“, - განაცხადა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს