„ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ

საგარეჯოში, სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მშობლები მანავის საჯარო სკოლის ოთხი წლით დაკეტვას და ამ დრომდე ტენდერის გამოუცხადებლობას აპროტესტებენ.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის თამარ ყორღანაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მშობლებს უთხრეს, რომ დოკუმენტები დახარვეზებულია და სამი კვირის ვადაში ტენდერი გამოცხადდება, თუმცა ისინი ადგილზე რჩებიან და პროტესტს განაგრძობენ.

„ოთხი წელია საგარეჯოს სოფელ მანავის საჯარო სკოლა დაკეტილია. დაიკეტა იმ მიზნით, რომ ტენდერზე უნდა გაეტანათ, დაენგრიათ და ახალი აეშენებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები ავტობუსებით დაჰყავთ ყოველდღე სოფელ მანავიდან საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლაში.

ერთი ტენდერი უკვე 2024 წელს ჩავარდა და ამ წელს, იანვარში მშობლებმა სოფელში პირველი საპროტესტო აქცია გამართეს. მაშინ მიიღეს დაპირება, რომ თებერვალში მომზადდებოდა საბუთები და ტენდერზე გაიტანდნენ ამ სკოლას, თუმცა უკვე აპრილის შუა რიცხვებია და ტენდერზე ჯერ არ არის გატანილი.

რამდენიმე დღეა მშობლები ისევ მართავენ აქციებს და დღეს მორიგი აქცია ჰქონდათ. მოვიდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ისევ ცარიელი ხელებით. დაპირება ის არის, რომ სამი კვირა მოგვეცით და სამ კვირაში გავიტანთ კიდევ ტენდერზეო, იმიტომ რომ დოკუმენტები დახარვეზდაო და ამ დავაში გავიდა დრო.

მაქსიმალურად ეცადნენ, რომ ხალხი დაღლილიყო, წასულიყო და მერე თვითონაც წასულიყვნენ, თუმცა მშობლები ახლა ადგილზე რჩებიან, სკოლის ტერიტორიაზე არიან და უნდათ, ცდილობენ სკოლაში შესვლას, იმიტომ რომ ის სკოლა, სადაც ბავშვები დაჰყავთ, საგარეჯოს სკოლა, ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაშია სარემონტოდ და ურჩევნიათ, რომ ისევ ამ სკოლაში ატარონ ბავშვები“, - განაცხადა თამარ ყორღანაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში