კახა კალაძე უფასო სასადილოებზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე, შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით.

„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს ანუ მოქალაქეებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ, რადგან საუბარია ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. შესაბამისად, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა, ბაზრის კვლევა და როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, ძველს მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში