ანა ბუჩუკური - ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული ვიზიტი

ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული აქ ვიზიტი - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა საქართველო მარტო არ დატოვონ ამ რთულ დროს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატი და ეს სახელმწიფოები, ვინაიდან „ამ სახელმწიფოებთან ჩვენ ქვეყანას მრავალი წლის მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს“.

„სამწუხაროდ, გუშინ ვიხილეთ მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციის ფარგლებში როგორი უტიფარი ტყუილები [თქვა].

ქალი ბრიუსელში მუშაობდა, ევრობიუროკრატიის ნაწილი იყო და ახლა ებრძვის ევრობიუროკრატიას, უტიფრად ტყუილები დააბრალა, თითქოს ევროკავშირის ბრალია ინტეგრაციის შეჩერება, როდესაც 2024 წლის ნოემბერს კობახიძემ გვამცნო, რომ ცალმხრივად აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს.

ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული აქ ვიზიტი”, - აღნიშნავს ბუჩუკური.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში