რუსეთი, AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისთვის, აზერბაიჯანს კომპენსაციას გადაუხდის

რუსეთი აზერბაიჯანს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისთვის კომპენსაციას გადაუხდის.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა „შედეგების, მათ შორის კომპენსაციის საკითხის, სათანადო გადაწყვეტას მიაღწიეს“.

„რუსეთის ფედერაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების მიერ 2025 წლის 9 ოქტომბერს დუშანბეში გამართული შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შედეგების, მათ შორის კომპენსაციის საკითხის, შესაბამის გადაწყვეტაზე, რომელიც დაკავშირებულია AZAL-ის საკუთრებაში არსებული Embraer 190 თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომელიც მოხდა ქალაქ აქტაუსთან ახლოს 2024 წლის 25 დეკემბერს, რაც გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ განხორციელებული არაგანზრახ განხორციელებული ქმედებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში არ არის მითითებული კომპენსაციის მიმღებები, ოდენობა ან გადახდის ვადები.

ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 2024 წლის 25 დეკემბრის დილით, ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შედეგად ოცდათვრამეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებდა და ბაქომ მაშინვე განაცხადა, რომ თვითმფრინავი „გარე გავლენის შედეგად“ ჩამოვარდა. თავდაპირველად მოსკოვმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობა არ აღიარა, რამაც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი და რომ ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა.

2025 წლის 9 ოქტომბერს პუტინმა და ალიევმა დუშანბეში, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის მახლობლად საჰაერო თავდაცვის რაკეტები აფეთქდა და ალიევს ბოდიში მოუხადა.

პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ უკრაინული დრონისკენ გასროლილი რაკეტები სამოქალაქო თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია და რამდენიმე მეტრის მოშორებით აფეთქდა. მისი თქმით, თვითმფრინავი რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანდა.

ალიევმა, საპასუხოდ, პუტინს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების პირადად ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს