ბრაიან გრინსპეი - გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეა და კანადაში ინტერესი არსებობს, რომ პროცესში სამართლიანობა იქნას უზრუნველყოფილი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ერთ-ერთი ძმის, გიორგი მიქაძის ადვოკატი ბრაიან გრინსპეი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის კანადის მოქალაქე შესაბამისად, კანადის ინტერესია, რომ პროცესში სამართლიანობა იქნას უზრუნველყოფილი.

როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს აკვირდება.

„52 წელია სისხლის სამართლის ადვოკატი ვარ კანადაში. აქ არგუმენტებს ვაკვირდები, რომლებიც პროკურატურამ დღეს შეიტანა და შაბათს ვიქნებით აქ, რათა დაცვის მხარის განცხადებები მოვისმინოთ მიქაძის საქმეში.

როგორც შეიძლება იცოდეთ, ბატონი მიქაძე კანადის მოქალაქეა და კანადაში ინტერესი არსებობს, რომ პროცესში სამართლიანობა იქნას უზრუნველყოფილი. და აქ იმისთვის ვართ, რომ დავაკვირდეთ და ვცადოთ ჩვენი პოზიციის დაცვა იმის უზრუნველყოფით, რომ პროცესი სამართლიანი და დაბალანსებულია”, - განაცხადა ადვოკატმა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს