მაკა ბოჭორიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში