შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ, საჰიბა გაფაროვას ხელმძღვანელობით პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო მისი უწმინდესობის დაკრძალვის ცერემონიაში.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული და მრავალწლიანი წვლილისათვის, შალვა პაპუაშვილმა საჰიბა გაფაროვას პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა.

მხარეებმა დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების დადებით დინამიკას. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობაზე.

დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები, როგორც თავმჯდომარეებს, ისე სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში