შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეულები და დიდი ალბათობით კიდევ ერთი ომგადატანილი ქვეყანა - რა არის ცალფეხზე დგომის ფასი, სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომლებიც ომის ქარცეცხლში არიან გახვეულები

ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურად დანგრეულები და დიდი ალბათობით კიდევ ერთი ომგადატანილი ქვეყანა ვიქნებოდით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკა სწორედ დამოუკიდებლობის შედეგია, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საკუთარი „ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“ იღებს.

„პროგნოზები აჩვენებს ერთ რამეს, რამდენად სწორად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება - მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, მათ შორის ბრიუსელის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურად დანგრეულები ვიქნებოდით, დიდი ალბათობით კიდევ ერთი ომგადატანილი ქვეყანა ვიქნებოდით.

საბედნიეროდ, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაში და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალფეხზე მდგომი ადამიანები, არამედ დახვდნენ ისინი, ვინც იცავენ საკუთარი ერის ინტერესებს. [ეკონომიკური მაჩვენებლები] ეს არის დამოუკიდებლობის სიკეთე. თუ რა არის ცალფეხზე დგომის ფასი, ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომლებიც ომის ქარცეცხლში არიან გახვეულები და ახლა სამადლოდ აქვთ საქმე ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებებს გაუხსნიან და რა შედეგები ექნებათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში