შალვა პაპუაშვილი - ცდილობენ, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება - არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ პრობლემები წარმოშობილი

არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოხმაურებას მთავრობის დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ როგორმე ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა და ამით უკმაყოფილება გამოიწვიონ ხალხში.

"რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში ამაზე თავდასხმა და არ დაშვება, ეს არის მთავარი მიზანი, რაც აქვთ. რადიკალურ ოპოზიციას და მის გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი, პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ არის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ეს ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება. არ დაუშვან, მათ შორის, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა ზოგადად მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს. რაც შეიძლება ნაკლები კარგი რამე უნდა მოხდეს და ბევრი ცუდი რამ მოხდეს, არ ვიცი, ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასე რომ, საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად და იქ სადაც საჭიროა როგორც სამეცნიერო პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ასეც უმტკივნეულოდ ხდება. რაც მთავარია არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც რადიკალური ოპოზიცია ჩივის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს