მაკა ბოჭორიშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში