ლევან სამუშია - ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, დარწმუნებული ვარ, არჩევნების მიმართ უფრო დიდი მოტივაცია გაჩნდება, უნგრეთის მაგალითმა რწმენა გააღვიძა - ვხედავთ ზოგიერთის შემობრუნებას და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“

“ლელოსთვის“ ახალი არ არის ის, რაც მადიარმა გააკეთა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია არჩევნების გზით და ყველა შემთხვევაში უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, დღეს უკვე ჩანს, რომ არჩევნების ზოგიერთი კრიტიკოსი საკუთარ პოზიციას ცვლის. მისი შეფასებით, ეს დადებითი პროცესია და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

„ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობაა არჩევნები. ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. გემახსოვრებათ, მაშინ, როდესაც „ლელომ“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო, როგორი თავდასხმები იყო. ვხედავთ ზოგიერთი მათგანის მიმართ შემობრუნებას და მე ვიტყოდი: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“,- განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ძალებს მეტი აქვთ გასაკეთებელი.

„მაქსიმალურ უნდა ყოფილიყო აქტიურობა. მეტი აქვთ გასაკეთებელი ოპოზიციურ ძალებს. როდესაც კალაძეს 20%-ი ჰქონდა რეიტინგი და 80%-ი ოპოზიციურად იყო განწყობილი, მაქსიმალურად გაჩაღდა კამპანია, რომ მოქალაქეები არ მისულიყვნენ არჩევნებში. ვაღიარებთ და ვიტყვით, რომ ბოიკოტმა გაიმარჯვა, მაგრამ რა შედეგი მოიტანა? დღეს რამე შეიცვალა?“,- განაცხადა სამუშიამ.

სამუშიამ აღნიშნა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და საკუთარ სტრატეგიას სწორად მიიჩნევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იწყებენ ამ მიდგომის გაზიარებას.

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, დავიწყეთ მუშაობა. რაც მიგვაჩნდა და მიგვაჩნია სწორად იმას ვაკეთებთ. კარგა, რომ ამის დანახვა სხვებმაც დაიწყეს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მიმართ უფრო დიდი მოტივაცია გაჩნდება. უნგრეთის მაგალითმა ჩვენს მოქალაქეებში გააღვივა რწმენა, რომ შესაძლებელია არჩევნებზე მისვლით ხელისუფლების დამარცხება“, - განაცხადა სამუშიამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს