საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ პროტესტი შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი აქციის გამწვავებასა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.

მშობლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.

სკოლის შენობასთან პროტესტს დღეს ხმაური მოჰყვა. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლა ოთხი წელია დაკეტილია.

მოსახლეობა პასუხს ითხოვს, რატომ არ გამოცხადდა მარტში დაგეგმილი ტენდერი.

მშობლების მთავარი მოთხოვნებია შენობის მდგრადობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება. საჭიროების შემთხვევაში, მისი რეაბილიტაცია და სასწავლო პროცესის სწორედ ამ სკოლაში აღდგენა.

მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ბავშვებს საგარეჯოში უწევთ სწავლისთვის ჩასვლა, რაც სერიოზულ სირთულეებს უქმნის, როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს.

აღსანიშნავია, რომ მანავის საჯარო სკოლის საკითხზე პროტესტი მოსახლეობამ მანამდეც გამართა.

რაზეც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეაბილიტაციისა და ტენდერის დაჩქარების დაპირებაც მიიღეს, თუმცა, მათი თქმით, პროცესი დღემდე გაჭიანურებულია.

მშობლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მკაფიო გარანტიებს ითხოვენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში