მაკა ბოჭორიშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში