იუსტიციის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესაბამისობას გაერო-ს პრიორიტეტებთან და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს დეტალურად გააცნო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სისტემური რეფორმები. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელშეწყობა და ციფრული მმართველობის განვითარება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინოვაციების მნიშვნელობაზეც, რომლებიც დიდ როლს ასრულებს საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მისი თქმით, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და საქართველოს რეფორმები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.

პაატა სალიამ გაი რაიდერი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 23-25 ივნისს გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

საქართველოს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს ორგანიზებით მიმდინარე ექსპერტთა კომისიის სხდომაში მონაწილოების მიზნით იმყოფება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება