აკაკი ბობოხიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებაზე ზეწოლა შესუსტებულია, პროცესი თავიდან არის დასაწყები - შიგნით პროტესტის გაფართოება და გარედან პოლიტიკური წნეხი

სადღაც ვიღაცა გაიმარჯვებს და მოგვეწონება, ვამბობთ, რომ საქართველოში რატომ არ მოხდაა?! რა მოხდა დანარჩენ მსოფლიოში ისეთი, რაც საქართველოს უფრო ადრე არ აქვს გავლილი? ის, რაც უნგრეთში მოხდა, 2003 წელს არ მოხდა ჩვენთან?, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ასევე, ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ნაწილი ყოველთვის ამბობდა, რომ ცვლილებები არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოჩნდა, როდესაც სალომე და ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ არჩევნები არის ხელისუფლებების ცვლილების გზა და ინსტრუმენტი. ოღონდ, არჩევნები და არა ის, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. დიახ, ჩვენ ვიბრძვით მივაღწიოთ სამართლიან და ხალხის ნების გამომხატველი არჩევნებისთვის. სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა არჩევნებად დარქმეული პროცესით. ასე, რომ ეს ყველაფერი მისაღწევია. ბოიკოტში ვართ ისეთი ტიპის არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც არაფერს ცვლის და „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლებაზე ზეწოლა შემცირებულია, თუმცა საჭიროა მისი ხელახლა გაძლიერება.

„ჩვენ მისაღწევი გვაქვს ნამდვილი არჩევნებისთვის. ამას სჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ზეწოლა შესუსტებულია, ბევრი რამის გამო. არ არსებობს პოლიტიკური პროცესები მუდმივი აღმასვლით. ამ დროისთვის ზეწოლა შედარებით დაბალია. ეს პროცესი თავიდან არის დასაწყები, მათ შორის, დასაწყებია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა - შიგნით პროტესტის გაფართოება და გარედან პოლიტიკური წნეხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის კულმინაცია, რითაც ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ წამოვიდეს ნამდვილ და რეალურ არჩევნებზე“,- განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, არჩევნები მოგებული უნდა იყოს არჩევნებამდე, როგორც ეს უნგრეთში იყო.

„არჩევნების დღემდე ჩანდა, რომ მადიარი მოიგებდა. ორბანი თუ 10 ათასიან კაციან მიტინგს კრებდა, მადიარი 100 ათასიანს. ნახევარ მილიონიანი შეკრებები ჰქონდა მადიარს, ქუჩა დუღდა. ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ. ხალხის ნება უნდა ჩანდეს, რომ მზად არის დაიცვას არჩევნები. 2024 წელს, ხალხმა თავისი არჩევნები ვერ დაიცვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ბობოხიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს