ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის პროკურორი - დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ

პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

სახელმწიფო ბრალდება მეორე ინსტანციის სასამართლოში მუხლის კვალიფიკაციის შეცვლასა და მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ.

ჩვენ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ, არც ბრალდების და არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში