რაც მარია ზახაროვამ თქვა, რომ არ უნდა იყოს საქართველო [ევროკავშირის წევრი] და წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ ზომებს მიიღებს, ყველა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იგივე ხაზით მუშაობს, რომ როგორმე ჩვენსა და ევროკავშირს შორის გაჩნდეს გარკვეული დაპირისპირება, რომელიც უნდა გადაიზარდოს რევოლუციაში - სხვადასხვა იდეები და აზრები აქვთ, თორემ მიზანი ორივეს ერთი აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვერც მარია ზახაროვა და ვერც ნებისმიერი შორსმჭვრეტელი ადამიანი, ვერ განსაზღვრავს იმას, რა მდგომარეობა იქნება 2030 წლისთვის.
„საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი - ცოტა შორეულ მომავალში, 2030-სთვის ჩვენ მზად ვიქნებით, მაგრამ რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში, რუსეთში, საქართველოში, ამას წინასწარ ვერ დაგეგმავს ვერც მარია ზახაროვა, ვერც ნებისმიერი შორსმჭვრეტელი ადამიანი. იმაზე დიდი დაპირისპირება, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს და გამოწვეულია ოკუპაციით, არ არსებობს. არ ვისურვებდი, რომ რუსეთთან დაპირისპირება გაგრძელდეს ოდესმე, მაგრამ არც საქართველოს ინტერესები არასდროს არ უნდა იქნეს დარღვეული და დავიწყებული. ვნახოთ, ვფიქრობ საქართველო თავის მიზნებს მიაღწევს, მისი სტრატეგია მართებულია.
ჩვენი სუვერენული უფლებაა გადავწყვიტოთ, რომელ კავშირში ვიქნებით გაერთიანებული და როგორია ჩვენი მომავალი ამასთან დაკავშირებით. ვერც მარია ზახაროვა და ვერც ნებისმიერი შორსმჭვრეტელი ადამიანი, ვერ განსაზღვრავს იმას, რა მდგომარეობა იქნება 2030 წლისთვის. საერთოდ, იმაზე დიდი დაპირისპირება დღესდღეობით რუსეთთან, ვიდრე ოკუპაციაა, არ არსებობს. ჩვენ ქვეყანას ვერ დავანგრევთ თქვენი ნება-სურვილიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური სანქციებით დავუპირისპირდეთ მას დღეს. მაგრამ 2030-ში საქართველო მზად იქნება სრულუფლებიანი წევრობისათვის. რაც მარია ზახაროვამ თქვა, რომ არ უნდა იყოს საქართველო და წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ ზომებს მიიღებს, ყველა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იგივე ხაზით მუშაობს, რომ როგორმე ჩვენსა და ევროკავშირს შორის გაჩნდეს გარკვეული დაპირისპირება, რომელიც უნდა გადაიზარდოს რევოლუციაში. სხვადასხვა იდეები და აზრები აქვთ, თორემ მიზანი ორივეს ერთი აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.“