გრიგოლ გეგელია - ზახაროვას განცხადება მკაფიო მაგალითია, თუ რა დამართა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სახელმწიფოს - „ქოცების“ ქვეშ ცხოვრება ნიშნავს უღირს ცხოვრებას

ზახაროვას განცხადება არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა დამართა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო საქართველოს სახელმწიფოს ყველა მეზობელი სახელმწიფო „დაბალ ღობედ“ აღიქვამს.

„აბსოლუტურად ყველა მეზობელი მიზანშეწონილად და დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველო აღიქვას როგორც დაბალი ღობე და მუდმივად დაგვემუქროს. რეჟიმი, რომელიც საუბრობს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ღირსებაზე, არის ყველაზე უღირსი რეჟიმი, რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ ზახაროვას დონის არარაობები იქნება თუ ირანის ელჩი იქნება, აბსოლუტურად ყველა ემუქრება საქართველოს და ერევა ჩვენს საქმეში. ამიტომ უნდა მოვიშოროთ მშვიდობიანად „ქოცები“. „ქოცების“ ქვეშ ცხოვრება ნიშნავს უღირს ცხოვრებას, სუვერენიტეტის წინააღმდეგ ყოფნას და ამ ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.“

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში