„ძლიერი საქართველო-ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის თანახმად უქმდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

„ძლიერი საქართველო-ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის თანახმად უქმდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა.

როგორც „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანი იყო საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

„პროგრამის ფარგლებში ხდებოდა თხილის მოვლა - მოყვანისთვის საჭირო ღონისძიებების სუბსიდირება, რაც პირველ რიგში ამ სფეროში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს ეხმარებოდა. დღეს ამ პროგრამის გაუქმება სერიოზული დარტყმა იქნება დარგისთვის, რომლის განვითარება მნიშვნელოვანია საექსპორტო პროდუქციის გაზრდის თვალსაზრისით, რადგან თხილზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს როგორც შიდა ბაზარზე, ისე ქვეყნის გარეთ. მით უმეტეს, დაუშვებელია ამის გაკეთება მაშინ, როცა ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი და არც მისი საფრთხეა საბოლოოდ არიდებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მე 7 წლის განმავლობაში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გახლდით და ამ ასოციაციას დიდი წვლილი აქვს სუბსიდირების პროგრამის დაწყებაში. ამიტომ ამ დარგის 90 ათასზე მეტი მეწარმის სახელით თავს უფლებას ვაძლევ მოვუწოდო „ქართულ ოცნებას”, არ დაუშვან ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის გაუქმება, რადგან ზიანი, რომელიც ამით შეიძლება დარგს მიადგეს, შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს”, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში