გიორგი სიორიძე - „ლელო-ძლიერ საქართველოს“ აქვს ამბიცია, რომ იყოს ამ ქვეყნის მომავალი ხელისუფლება, კოალიციურ ხელისუფლებაში ჰქონდეს წამყვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი წილი

„ლელო“ როგორც მინიმუმ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით უკეთეს ფორმაშია და ყველაზე მეტადაა მომზადებული არჩევნებისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ აქვს ამბიცია, რომ იყოს საქართველოს მომავალი ხელისუფლება, კოალიციურ ხელისუფლებაში ჰქონდეს წამყვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი წილი.

„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, ახალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ამდენი ხანია ითხოვს საზოგადოება. უნდა მოვიპოვოთ არჩევნები, დავიცვათ ჩვენი არჩევანი და გავათავისუფლოთ და ვაქციოთ საქართველო ნორმალურ ქვეყნად...

„ლელო-ძლიერი საქართველო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა მომზადებული არჩევნებისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის არჩევნებში, რასაც წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო გუნდის მომზადება. გამოცდილება ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით რეგიონებში, აქვს, ეს იყო 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ ფორმაში, პარტიამ პარტიული ინფრასტრუქტურა უნდა შეინარჩუნოს, უნდა შეინარჩუნოს ხალხი რეგიონებში.

არასდროს არ გვითქვამს, რომ ჩვენ მარტო შევძლებთ[არჩევნებში გამარჯვებას], მაგრამ რომ აღმოჩნდეს, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება, „ლელო“ არის უკეთეს ფორმაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ველზე მყოფ ადამიანებს არ სჭირდებათ მუდმივი მომზადება და გადამზადება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში