CNN - შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათს გაიმართოს

შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათს გაიმართოს, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ირანული წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ორშაბათს გაიმართება.

ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მხარეები ისლამაბადში კვირას ჩავლენ.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს პაკისტანში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს