Sky News - ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა, - ინფორმაციას Sky News-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე „კვლავ დაიხურა და მიმოსვლისთვის ირანის ნებართვაა საჭირო“.

ასევე, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის გაგრძელების გამო, ჰორმუზის სრუტეზე კვლავ „მკაცრი კონტროლი“ დაწესდა.

„ამის გამო ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არხი შეიარაღებული ძალების მკაცრი კონტროლისა და მართვის ქვეშ არის. ვიდრე აშშ ირანული გემებისთვის ნავიგაციის თავისუფლებას სრულად არ აღადგენს, ჰორმუზის სრუტეში ვითარება მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩება“, - ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება