ცოტნე ივანიშვილი - ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი

მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან , - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეცდება ყველა მსგავს შეხვედრას დაესწროს.

„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, რომ გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, თითოეულ პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.

მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ, ეკამათონ ერთმანეთს. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, საქართველოში სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და თუ სადმე შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია