ელენე ხოშტარია - ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები

ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი ნამდვილი არჩევნები , - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

ხოშტარია არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ პოზიციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია არჩევნების აუცილებლობაზე ვინ ვისთან კამათობს, ან ვინ უარყოფს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც „ადამიანის ნებას მანიპულაციური ერთეული ანაცვლებს“ და მსოფლიოში არავინ ეძახის არჩევნებს, „ხდომილებას არჩევნები დავარქვათ“, იმაზე უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე „ქართული ოცნების“ შეთავაზებაა.

ოპოზიციონერის თქმით, არჩევნები "ბევრად უფრო სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც" და მიიღწევა "არაღიარების გაგრძელებოთ,წინააღმდეგობის გაძლიერებითა და საერთაშორისო ზეწოლით'.

„არავინ მიწყინოს, მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე წარმოქმნილი “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ოცნება პარალელურად სასურველი ოპიზიციის სიას არჩევს და პარტიების აკრძალვა კი არა, ტროტუარზე დგომა აქვს აკრძალული. არჩევნები რომ აუცილებელია, ამაზე ვინ ვისთან კამათობს ცოტა გაუგებარია, ამას ვინ უარყოფს მართლა ვერ გავიგე.

ამ პირობებში, როდესაც ადამიანის ნებას მანიპულაციური ერთეული ანაცვლებს, ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ძალადობა და უწესობაა, არითმეტიკაც კი ისვენებს და მსოფლიოში არავინ ეძახის არჩევნებს, აი ამ ხდომილებას არჩევნები დავარქვათ და ამით გავამართლოთ ჩვენი პოლიტიკური არსებობა, ეს ხომ იმაზე უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე ოცნება გვთავაზობს. ტყუილით როგორ უნდა დავამარცხოთ რაიმე - ჩვენი თავის გარდა?! ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი ნამდვილი არჩევნები.

არჩევნები ბევრად უფრო სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც და მიიღწევა იმ გზით, რომელზეც ვდგავართ - არაღიარების გაგრძელება,წინააღმდეგობის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლა. აქამდე, ამ სამმა, რეჟიმს არ მისცა საშუალება, დავემარცხებინეთ, ჩააგდო იზოლაციაში, აიძულა შიდა დაპირისპირება, შეუზღუდა რესურსები, დააშვებინა ბევრი შეცდომა.

თუ ვინმეს გამძლეობა არ ყოფნის, ადამიანურად მესმის, პოლიტიკურად კი ვერ მივიღებ. უნგრეთის მაგალითი ოცნებაზე შეტევის ძალას უნდა გვმატებდეს და არა მორიგ საუკეთესო “სისხლისღვრას” ჩვენივე ფლანგზე“, - წერს ხოშტარია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში