ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება არ ასახავს ომში ან დიპლომატიაში ნამდვილ ვითარებას და აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება. მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა 2 360-ზე მეტი თავდასხმითი დრონი გამოუშვეს, 1 320-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და დაახლოებით 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ.

რუსული ნავთობისთვის ყოველი დოლარი ფულია ომისთვის. მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 110-ზე მეტი ტანკერი ახლა ზღვაშია. ბორტზე 12 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობია, რომელიც სანქციების შერბილების გამო შეიძლება გაიყიდოს შედეგების გარეშე. ეს 10 მილიარდი დოლარია - რესურსი, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება უკრაინის წინააღმდეგ ახალ დარტყმებში.

ამიტომაა მნიშვნელოვანი რუსული ტანკერების გაჩერება, მათთვის პორტებში ნავთობის მიწოდების არდაშვება. აგრესორის ნავთობის ექსპორტი უნდა შეწყდეს“, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება