რობერტ ფიცო - ლიეტუვამ და ლატვიამ გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ გამგზავრების დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ - დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი

ლატვიამ და ლიეტუვამ საჰაერო სივრცე დაუხურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, რომელსაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ…

დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - განაცხადა ფიცომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს