ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასითხოვს, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე მრევლსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

სახლში, სადაც ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს