კახა კალაძე ბულგარეთში გამართულ არჩევნებზე - თუ დავაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელის უშუალო ჩარევებით იყო იმის მცდელობა, რომ როგორმე კოალიციური მთავრობა შეკრებილიყო

თუ დავაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელის უშუალო ჩარევებით იყო იმის მცდელობა, რომ როგორმე კოალიციური მთავრობა შეკრებილიყო, კოალიციური ხელისუფლება ყოფილიყო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბულგარეთში გამართულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, კოალიცია და კოალიციური მმართველობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო რადევს, ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. თუ დავაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელის უშუალო ჩარევებით იყო იმის მცდელობა, რომ როგორმე კოალიციური მთავრობა შეკრებილიყო, კოალიციური ხელისუფლება ყოფილიყო.

ზოგადად, კოალიცია და კოალიციური მმართველობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ჩვენც წლების წინ კოალიციური მთავრობა გვყავდა. ძალიან ბევრი პრობლემა იყო თუნდაც გადაწყვეტილები მიღებაში, სისწრაფეში. ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა მავანისთვის კოალიციური მთავრობა და ქვეყნის მართვა უფრო მარტივია, მარტივია მათთვის, უფრო მარტივად მართავენ ქვეყნებს. როცა რაღაც არ მოეწონებათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ არიონ, დაშალონ კოალიცია. ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნებისთვის კოალიციური მთავრობა“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბულგარეთში არჩევნები გაიმართა. წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა