ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია

ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელი და აშშ მთელ დასავლურ ცივილიზაციას იცავენ.

„მსოფლიოს ისრაელის მტკიცე ნების ესმის, რომ მან საკუთარი თავი და კაცობრიობა ბარბაროსული ფანატიზმისგან დაიცვას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელს არ ჩაუთრევია.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული ჩემი მოსაზრება, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს, 7 ოქტომბრის შედეგებმა გაამყარა. ირანში შედეგები საოცარი იქნება. თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის ცვლილება!) გონიერები არიან, მაშინ ირანს შესანიშნავი და აყვავებული მომავალი ექნება“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადას გაახანგრძლივებს.

„ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს იწურება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავახანგრძლივებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს