დონალდ ტრამპი - შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება - ისეთი რამ, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს

შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე JCPOA, რომელიც ჩვულებრივ ცნობილია, როგორც „ირანის ბირთვული შეთანხმება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ბარაქ ჰუსეინ ობამასა და მძინარე ჯო ბაიდენის ეს შეთანხმება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ეს ბირთვული იარაღისკენ გარანტირებული გზა იყო, რაც იმ შეთანხმებით არ მოხდება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს შეთანხმება რომ არ გამეუქმებინა, ახლა ბირთვული იარაღის გამოყენება ისრაელისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ მოხდებოდა. თუ შეთანხმების დადება „ტრამპის“ ქვეშ მოხდება, ეს უზრუნველყოფს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არა მხოლოდ ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველასთვის. ეს ისეთი რამ იქნება, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ და მედია გააკრიტიკა.

„დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, რომ ზიანი მიაყენონ იმ ძალიან ძლიერ პოზიციას, რომელიც ჩვენ ირანთან დაკავშირებით გვაქვს. არ მივცემ მათ უფლებას, რომ აშშ დააჩქარონ, რათა ისეთი შეთანხმება დადოს, რომელიც ისეთი კარგი არ იქნება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. „ფეიკ ნიუსი“ წავიკითხე, რომელიც ამბობდა, რომ მე თითქოს „ზეწოლის“ ქვეშ ვარ, რათა შეთანხმება დავდო. ეს არ არის სიმართლე! მე არანაირი ზეწოლის ქვეშ არ ვარ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. ეს შესანიშნავად შესრულებული, ვენესუელის მასშტაბის, უბრალოდ უფრო დიდი და რთული ოპერაციაა. შედეგი კი იგივე იქნება!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია