პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული დ.ჰ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლების მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა