ირაკლი კირცხალია - არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები

ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად, არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ მდგომარეობაშია ოპოზიცია, რომელიც "ევრობიუროკრატიის ხელში იარაღია".

"სწორედ ამიტომ არიან ასე თავხედურად და ღიად გამოსული ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით თუ ქმედებებით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, როდესაც ევროპულ ღირებულებად ასაღებ იმას, რაც ქართულ ღირებულებებს დააკნინებს, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა.

"როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ თურმე ლგბტქ+ პროპაგანდა ბავშვებში, არასრულწლოვანებსა და ზოგადად ქვეყანაში ევროპული გზა არის და ოჯახური ღირებულებების დაცვა თურმე ანტიევროპულია; როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ და გიკნინებენ ყოველდღიურ და წლების რეჟიმში ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე სათნოს - სარწმუნოებას; როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე, აქ არ უნდა იყოს ასეთი ძლიერი ეკლესია და ამაზე სუსტ ეკლესიაზე გადის ევროპული გზა, რა თქმა უნდა, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, როდესაც ქართველ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. ვერც მათ და ვერც მათმა პატრონებმა ვერ შეიცნეს რეალურად, რა სურს ჩვენს საზოგადოებას“, - განმარტა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ასევე, აღნიშნა, რომ "არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები".

„დღესავით ნათელია, თუ რა სურვილი ჰქონდა ამ უბინძურეს ძალას, რომელიც მძვინვარებს დღეს ბრიუსელში, იმ არარჩეულ ბიუროკრატიასა, თუ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ვერ გაივლის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და მათ აწუხებთ და მუდმივად შეაწუხებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად თავაწეული ივლის.

არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა. სად არიან დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროპა, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მსოფლიოც და თავად ევროკავშირშიც ძალიან კარგად ხედავს მათივე საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება